საუკუნის განმავლობაში, მოვაჭრეები დუბაის ბაზრობებზე სუნელების, მარგალიტისა და ოქროს საძიებლად დადიან, ამის გამო დუბაის "ოქროს ქალაქი" შეარქვეს.
2020 წლის პირველ 9 თვეში, დუბაის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, ოქროს ვაჭრობამ 41 მილიარდი ევრო შეადგინა. ეს ქალაქის ყველაზე მომგებიანი ექსპორტია, ნავთობის შემდეგ.
ოქროს გადამამუშავებელ ქარხანაში "ალ ეტიჰად გოლდი" სხვადასხვა ზომის ოქროს ფილებს ამზადებენ. ამჟამინდელი მონაცემებით, 10 კგ-იანი ოქროს ზოდი 450 000 ევრო ღირს.
როგორც ყველა სხვა სექტორი, პანდემიის საწყის ეტაპზე ოქროსა და საიუველირო ნაწარმზე მოთხოვნამ დაიკლო, თუმცა გასული წლის ბოლო კვარტალში ვაჭრობა თითქმის ძველ ნიშნულს დაუბრუნდა და "ოქროს ქალაქი" ამ ტემპს ინარჩუნებს.