28 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
ჭყონდიდის საქმის გარჩევა საპატრიარქოში 8 აპრილს ჩაინიშნა

ჭყონდიდის საქმის გარჩევა საპატრიარქოში 8 აპრილს ჩაინიშნა. პეტრე ცაავასა და მისი მომხრეების საკითხს სინოდის სპეციალური კომისია განიხილავს.

მეუფე სტეფანეს მიწვეულ მღვდელს სალხინოში ღვთისმსახურების უფლება არც დღეს მისცეს. მეუფე სტეფანეს "გარიყულები" და "რჩეულები" ჭყონდიდში ამბიონს ვერ იყოფენ.

დიდი დაპირისპირება ეპარქიის საზღვრებს ცდება. საპატრიარქოში უკვე მიიღეს წერილი, რომელიც დასჯილმა არქიმანდრიტმა ათინოგენემ მარტვილიდან თბილისში ჩამოიტანა.

წერილში დასჯილები და განკვეთილები საკითხის სინოდზე განხილვას ითხოვენ, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მსახურების გაგრძელებას.

"კურიერის" კითხვას დღეს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიომ უპასუხა - ის ამბობს, რომ სააპელაციო წერილიდან გამომდინარე, სინოდი მათ საკითხს განიხილავს.

დღის ამბები