28 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
კორონავირუსის მესამე ტალღა - "ქართული ოცნების" ოთხ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსის მესამე ტალღა მე-10 მოწვევის პარლამენტში - "ქართული ოცნების" ოთხ დეპუტატს კორონავირუსი აქვს, რამდენია თვითიზოლაციაში - ცნობილი არ არის. 

700-მდე ახალი ინფიცირებული ქვეყანაში, დინამიკა ისევ აღმავალია. ახალი კლასტერები და ახალი ეპიდაფეთქებები რეგულაციების იგნორირებას უკავშირდება.

გამოიკვეთა მთავარი მტერი და კოვიდ 19-ის მასშტაბური გავრცელების ახალი მიზეზი: ქართული სუფრა.

ქორწილები, ქელეხები და ქეიფები რესტორნებში - საქართველოში მესამე ტალღის დაწყების მთავარი მიზეზი ხდება.

პანდემიის დამარცხების იმედი მსოფლიოსთვის კვლავ მასობრივი იმუნიზაციაა. დღეს სპეციალურმა საბჭომ საქართველოში ასაცრელ მოქალაქეთა არეალის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ვაქცინაცია ხელმისაწვდომი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვისაც ხდება.

დღის ამბები