28 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
გაიზრდება თუ არა ე.წ. დეპუტატების კლასტერი - კანონმდებლები ადასტურებენ, რომ ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ

უმრავლესობის სამი წევრის - მამუკა მდინარაძის, ბექა დავითულიანის და მაია მენაღარიშვილის ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია. არ არის გამორიცხული, პარლამენტში ეპიდემიოლოგებმა ეპიდკვლევა ჩაატარონ.

ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში შეკრებილები არიან კომიტეტების თავმჯდომარეები - ეს არის სამუშაო შეხვედრა, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რა საკითხებს განიხილავენ. 

შეხვედრის დაწყებამდე კანონმდებლები ადასტურებდნენ, რომ კომუნიკაცია ჰქონდათ ინფიცირებულ დეპუტატებთან, თუმცა, ამბობენ, რომ რეგულაციებს იცავდნენ და თვითიზოლაციაში გადასვლას არ გეგმავენ. 

"სხდომები უნდა გაიმართოს და საჭიროა კანონების მიღება, გვიწევს ადგილზე მუშაობა, დისტანციურად სესიებს ვერ ჩავატარებთ, ასე რომ გარკვეულწილად რისკში ვიგდებთ საკუთარ თავს," - ამბობს უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი. 

გაიზრდება თუ არა დეპუტატების კლასტერი, ჯერჯერობით, უცნობია. 

კოვიდინფექცია გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუდასტურდა, მასთან კონტაქტის გამო კი საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადავიდა. 

დღის ამბები