28 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
ენგურზე მომხდარ ტრაგედიას თბილისსა და ზუგდიდში აქციები მოჰყვა

ენგურზე მომხდარ ტრაგედიას აქციები მოჰყვა თბილისსა და ზუგდიდში. ქუჩაში "სირცხვილიას" წევრები გამოვიდნენ.

ორგანიზაციის აქტივისტებმა პლაკატებით "კარანტინი კლავს"," შეწყდეს დევნილების დევნა" პროტესტი გამოხატეს.

აქტივისტების განცხადებით, სწორედ 5-დღიანი კარანტინის გავლის აუცილებლობის გამო, მოქალაქეები ცდილობენ ენგურის გადმოცურვას და ამ ფაქტს ეწირება ადამიანების სიცოცხლეც.

შეგახსენებთ, დღეს ენგურმა 3 ცხედარი გამორიყა, მეოთხე გარდაცვლილი კი დღის ბოლოს სოფელ ორსანტიაში იპოვეს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ტერიტორიაზე გადმოსვლას ე.წ გამშვები პუნქტის გვერდით ავლის ცდილობდნენ. 

მომხდარზე გამოძიება 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები