28 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
"კარანტინი კლავს" - ენგურზე მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა ზუგდიდში აქცია გამართეს

მდინარე ენგურზე მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები გამოეხმაურნენ და ზუგდიდში, გუბერნიის ადმინისტრაული შენობის წინ პლაკატებით "კარანტინი კლავს" ,"შეწყდეს დევნილების დევნა" პროტესტი გამოხატეს.

გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, რომლებსაც მჭიდრო სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ დანარჩენ საქართველოსთან, შეუმსუბუქდეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლის წესი. მაქარაშვილის თქმით, სწორედ 5-დღიანი კარანტინის გავლის აუცილებლობის გამო, მოქალაქეები ცდილობენ ენგურის გადმოცურვას და ამ ფაქტს ეწირება ადამიანების სიცოცხლეც.

დღის ამბები