28 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
რიონის ხეობის დამცველები მძიმე ტექნიკის პირისპირ - ნამახვანჰესის პროექტის მოწინააღმდეგეებს ომბუდსმენი შეხვდა

უკვე ხუთ თვეზე მეტია, რაც ნამოხვანში პროტესტი გრძელდება. იმ ტერიტორიაზე, სადაც ჰესი უნდა აშენდეს, მოსამზადებელი სამუშაოები დღეს განახლდა. "ნამახვანჰესის" დირექტორი მერაბ ლომინაძე აცხადებს, რომ საბოლოო დასკვნამდე ძირითადი ობიექტების მშენებლობა არ იგეგმება.

"ჰესის" პროექტის ინვესტორი კომპანია "ენკას" წარმომადგენლები დილიდან რიონის ხეობის მოსახლეობას ხვდებოდნენ, თუმცა წინსვლა ამჯერადაც არ არის - პროექტზე საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდება.

მოსახლეობა მოლაპარაკების გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ დიალოგში ხელისუფლების წარმომადგენელი ჩაერთვება. 

დღევანდელი დაპირსიპირების დროს პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა.  ნამახვანჰესის პროექტის მოწინააღმდეგეებს დღეს ომბუდსმენიც შეხვდა. 

შს სამინისტრომ დღეს უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით შეზღუდა.

პროტესტის ნიშნად რიონის ხეობაში გაშლილ კარვებში მოქალაქეები ამ დრომდე რჩებიან. 

დღის ამბები