28 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
ე.წ. კომენდანტის საათისა და ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტთან საპროტესტო შეკრება იწყება​

ამ წუთებში პარლამენტთან საპროტესტო შეკრება იწყება. მოქალაქეები თბილისის რამდენიმე ლოკაციიდან საკანონმდებლო ორგანოსკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეების ნაწილი მსვლელობით დედაქალაქის სამი ლოკაციიდან დაიძრა და საბოლოო შეკრების წერილი საკანონმდებლო ორგანოა.

მსვლელობის პარალელურად გადაკეტილია გზის სავალი ნაწილი.

აქციის ფარგლებში დაგეგმილია კონცერტის ჩატარებაც. სამოქალაქო აქტივისტებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აპარატურა მიიტანეს. ხოლო ჯერჯერობით მათ სცენის მონტაჟის ნებართვა არ აქვთ, თუმცა პოლიციელების წინააღმდეგობის მიუხედავად, სცენას მაინც დაამონტაჟებენ.

აქტივისტები აპროტესტებენ ე.წ. კომენდანტის საათს და ხელისუფლების მიერ დაწესებულ ჯარიმებს. საპროტესტო განცხადებების გარდა, რუსთაველზე შეკრებილები დღეს მუსიკალურ ნომრებსაც მოისმენენ. 

დღის ამბები