28 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
რა ინფორმაცია მოიპოვეს გარდაცვლილი ექთნის ადვოკატებმა საქმის მასალებიდან - "ისეთი მიმოწერებია, რომ მკვდარი წამოიყვანეს მეგი ბაქრაძე კლინიკა "იმედიდან"

ახალგაზრდა ექთნის, მეგი ბაქრაძის ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცათ, რომლებსაც ისინი სამი დღის განმავლობაში ითხოვდნენ. ასევე, დღეს მეგი ბაქრაძის ბიძისა და ადვოკატების თანდასწრებით გარდაცვლილის კუთვნილი ტელეფონი დაათვალიერეს და იმ მოკლე ტექსტური შეტყობინებების იდენტიფიცირება მოახდინეს, რომელშიც საუბარია დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციაზე. საქმეში სულ 8 ტომია და ადვოკატები მას ეტაპობრივად გაეცნობიან.

 "მოხდა კონკრეტული მოწმეების იდენტიფიცირება, კონკრეტული "ჩატის" მონაწილე პირების მიმოწერის ავტორების იდენტიფიცირება, ვინც საუბრობდა ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებზე, როგორიც არის კლინიკა "იმედიდან" მეგი ბაქრაძის დაგვიანებით ტრანსპორტირებაზე და თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და ისეთი პირების მიმოწერები და შინაარსი არის, რომ მკვდარი წამოიყვანეს მეგი ბაქრაძე კლინიკა "იმედიდან" ,- ამბობს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი, ნინო ამაღლობელი.

დღის ამბები