28 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
ალეკო ელისაშვილი ვინც არის და მის სიტყვას რა ფასიც აქვს, საზოგადოებამ კარგად იცის - საბა ბუაძე

ვინ ჩაშალა მოლაპარაკებები? - პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციულ პარტიად "ლელო" დასახელდა. განცხადება დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა "დღის კურიერში" გააკეთა და განმარტა, რომ ლუსტრაციის მომხრეა.

ელისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პარტია "მოქალაქეები" მზადაა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

ელისაშვილის ამ განცხადებებს, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე გამოეხმაურა. მისი თმით, ალეკო ელისაშვილის სიტყვას ფასი არ აქვს. საბა ბუაძის თქმით, დანიელსონის ბოლო ვიზიტის შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესია 3 პუნქტთან დაკავშირებით. 

"ალეკო ელისაშვილი ვინც არის და მის სიტყვას რა ფასიც აქვს ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის,"-აღნიშნა ბუაძემ.

ალეკო ელისაშვილის პოზიციას "გირჩში" ნაწილობრივ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მეტწილად შესაძლოა პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისროს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინათინ ბოკუჩავა კი აცხადებს, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე, მისი გუნდი ვერ შეძლებს საუბარს ვადამდელ არჩევნებზე და რეფორმებზე.

დღის ამბები