28 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
Exclusive: რას პასუხობს ვლადიმერ პოზნერი "რუსთავი 2-ის" კითხვებს - აფხაზეთი საქართველოა?

საქართველოში სკანდალური ვიზიტის შემდეგ, "რუსთავი 2-მა" რუს შოუმენთან, ვლადიმერ პოზნერთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტად ცნობილმა ვლადიმერ პოზნერმა, საქართველოში მისი ხანმოკლე და ხმაურიანი მოგზაურობის განხილვა არ ისურვა. 

"რუსთავი 2-ის" რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე - არის, თუ არა აფხაზეთი საქართველო?! რუსი ჟურნალისტი საკუთარი აზრის დაფიქსირებას გაექცა. თუმცა აღნიშნა, რომ უკვირს, რატომ გახდა მის მიერ 3 წლის წინ გამოთქმული შეხედულება აქტუალური ახლა.

ინტერვიუს უცვლელად, კითხვა პასუხის რეჟიმში გთავაზობთ:

- თუ მეკითხებით ჩემი საქართველოში ვიზიტის თაობაზე, 3 დღის წინ უკვე დავწერე კიდეც, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარებს და ინტერვიუებს არ ვაკეთებ.

რატომ, ნაწყენი ხართ?

- ნაწყენი არ ვარ, უბრალოდ უკვე ავხსენი, თუ რატომ არ მსურდა ამის გაკეთება. თუ ჩემი განცხადება წაიკითხეთ თქვენ ეს უნდა გესმოდეთ, თუ არ წაგიკითხავთ, შეგძილიათ გაეცნოთ ჩემს საიტზე.

ამ დრომდე განხილვის საკითხია თქვენი დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ვიმეორებ კითხვას - აფხაზეთი საქართველოა?!

- რაც შეეხება თქვენს შეკითხვას იმაზე აფხაზეთი, თუ საქართველოა, პირველ რიგში ეს განცხადება სამი წლის წინ გავაკეთე, არ მესმის, ამას რატომ მიუბრუნდნენ. ვფიქრობ, ამის მიზეზი საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკურ ბრძოლაა.

თქვენ ამბობ, რომ ეს იყო სამი წლის წინ, ამიტომ საინტერესოა თქვენი აზრი ახლა, ყველას აინტერესებს - აფხაზეთი საქართველოა?

- მე მესმის, რომ ყველას აინტერესებს ამ საკითხზე ჩემი პოზიცია, თუმცა მე არ მაინტერესებს ამაზე საუბარი. პატივს ვცემ თქვენს დაჟინებას, თუმცა უნდა დაგემშვიდობოთ.

აფხაზეთი საქართველოა?!

- რა გინდათ ყურმილი გაგითიშოთ? მე გითხარით არ ვაპირებ ამ საკითხსი განხილვას. 

როგორ გაიგებს თქვენს დამოკიდებულებას ქართველი ხალხი?

- გასაგბეად არ ვსაუბრობ?! არ ვაპირებ საკითხის განხილვას! 

 

ავტორი: ანა კობაიძე

 

დღის ამბები