28 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
ჯო ბაიდენის მორიგი ინციდენტი თვითმფრინავის ტრაპზე - პრეზიდენტი წაქცევას, ამჯერად, გადაურჩა

ჯო ბაიდენი თვითმფრინავის ტრაპზე ასვლისას წაქცევას გადაურჩა. თვითმფრინავში ასვლისას შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა კიბეს ფეხი წამოარტყა და წაბარბაცდა, თუმცა, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ბაიდენი არ წაქეცულა და საფეხურები ფრთხილად აიარა.

78 წლის ბაიდენი შემთხვევის დროს თეთრი სახლიდან პიტსბურგში მიემგზავრებოდა. ჯო ბაიდენისა და თვითმფრინავის ტრაპის მორიგი ინციდენტის ამსახველ ვიდეო ინტერნეტ სივრცეში მალევე გავრცელდა.

ამით თეთრ სახლში ინციდენტები არ ამოწურულა. პრეზიდენტის ძაღლმა, რომლიც შინ 1 კვირის წინ დააბრუნეს, ამჯერად, კიდევ ერთი ადამიანი დაკბინა, მას ექიმების დახმარება დასჭირდა. დაზარალებული დაცვის თანამშრომელია.

აღსანიშნავია, რომ მეიჯორმა თეთრი სახლის დაცვის თანამშრომელს ერთი თვის წინაც უკბინა, რის გამოც ის ბაიდენის მეორე ნაგაზ - ჩემპთან ერთად დელავერში გაამგზავრეს.

დღის ამბები