28 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
თქვენ არ შეგიძლიათ უარი თქვათ აქციებზე, მაგრამ ეს აფერხებს ქვეყნის განვითარებას - მარკეტა გრეგოროვა

ევროპარლამენტის დეპუტატი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ მხარეების შეუთანხმებლობა საკმაოდ იმედგამაცრუებელია

გრეგოროვას თქმით, პრობლემურია მთავრობის ამბიციური გეგმის სრულყოფა.

"აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან იმედგამაცრუებელია ის ფაქტი, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მე წავიკითხე ის წინადადებები, რომელიც ბატონმა დანიელსონმა შესთავაზა მხარეებს, ეს ძალიან კარგი დოკუმენტია. უდავოა, მასში არ არის საუბარი ახალ არჩევნებზე, მასში ასახულია უამრავი საკითხი, როგორც ოპოზციის, ასევე მთავრობის პოზიციების სასარგებლოდ.

მე მართლა არ ვიცი, კონკრეტულად რა მოხდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუსმენთ ბატონ დანიელსონს. შესაძლოა, პოტენციურად პარლამენტშიც გაიმართოს მოსმენა. ჩვენ უშუალოდ მისგან გავიგებთ, რა მოხდა და რეალურად, სად არის დაბრკოლება.

მე აუცილებლად ვკითხავ მას, ვინ დაბლოკა ეს შეთანხმება, იმიტომ რომ, გულწრფელად რომ გითხრათ, მე სხვადასხვა წყარო მყავს და ყველა სხვადასხვა რამეს ამტკიცებს. ამიტომაც, მე მინდა მოვისმინო იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც მიუკერძოებელია, რომელიც მედიატორის ფუნქციას ასრულებდა, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ახლა საქართველოში შეთანხმება არ არსებობს.

რა თქმა უნდა, ძალიან პრობლემატურია მთავრობის ამბიციური გეგმის სრულყოფა.
კომპრომისის დროა, რაც არ მოხდა. არ ვარ დარწმუნებული, რომ მთავრობის 2024 წლისთვის განსაზღვრული ამბიციური მიზნები თუ როგორ შესრულდება. რა თქმა უნდა ევროკავშირი ყოველთვის გააკეთებს იმდენს, რაც შესაძლებელია.

კვლავ სახეზეა მოუგვარებელი პრობლემა, რაც გულისხმობს იმას, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები არ არიან წარმოდგენილები პარლამენტში. ასე არ მუშაობს დემოკრატია. საკანონდებლო ორგანოში ყოველთვის ორივე მხარეა საჭირო, ოპოზიციაც და უმრავლესობაც.

როგორც გავიგე, დაგეგმილია დემონსტრაციები მაისში. ეს გასაგებია. მაგრამ ეს ასევე პრობლემაა.

ერთის მხრივ, თქვენ არ შეგიძლიათ უარი თქვათ აქციებზე, მაგრამ მეორე მხრივ, ეს აფერხებს ქვეყნის განვითარებას და ასევე, ქვეყანას აქცევს უფრო მოწყვლადად, სხვა მტრული აქტორების ქმედებების მიმართ, როგორიც არის რუსეთი,"- აღნიშნა მარკეტა გრეგოროვამ.

დღის ამბები