28 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
რამ განაპირობა ცვლილებები სამთავრობო გუნდში - "ოცნებაში" ივანე მაჭავარიანის წასვლის მიზეზებზე არ საუბრობენ

ქვეყანას ორი ახალი მინისტრი ჰყავს. ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის პოსტზე, მისმა მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა შეცვალა, იუსტიციის სამინისტროს კი, გოჩა ლორთქიფანიძის ნაცვლად, დღეიდან რატი ბრეგაძე უხელმძღვანელებს.

ლორთქიფანიძის პოსტიდან წასვლის მიზეზი ცნობილია - ის ჰააგის სასამართლოში მოსამართლე გახდა. ამ დრომდე უცნობი რჩება ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილების მიზეზი. საკითხზე არც პრემიერი, არც მისი შემცვლელი და არც "ქართული ოცნება" არ საუბრობს. თავად ყოფილი მინისტრი "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ოპოზიციაში კი მიიჩნიათ, რომ მაჭავარიანის წასვლა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება.

დღის ამბები