28 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
ლარის კურსი და ინფლაციური პროცესები რომელიც ფასების ზრდაში გამოიხატება, პრობლემური საკითხია - ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილი "კურიერთან" ლარზე, ინფლაციაზე და პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრობს.

ხუციშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა სრულ კოორდინაციაშია ეროვნულ ბანკთან და პრობლემურ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს.

"მნიშვნელოვანია რომ რეფორმები გავაგრძელოთ ფისკალურ სფეროში, ასევე საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით, რომელიც დაწყებული გვაქვს და რომელიც მომავალში უნდა დავიწყოთ. საგადასახადო ადმინისტრირების მოწესრიგების მიმართულებით განსაკუთებით. 

მნიშვნელოვანი გამოწვევები პანდემიიდან გამომდინარე არის მაკროეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება, რისთვისაც ფინანსთა სამინისტრო აქტიური იქნება ამ მიმართულებით.

ბიუჯეტის ფისკალური დეფიციტის თანმიმდევრული შემცირება იქნება ჩვენს საშუალო ვადიან და გრძელვადიანი პრიორიტეტი, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ უნდა შევძლოთ საგარეო ვალის შემცირების ტრენდის დანახვა. 

ლარის გაცვლითი კურსი და ინფლაციური პროცესები, რომელიც ფასების ზრდაში გამოიხატება, არის პრობლემური საკითხი, რომელიც საზოგადოებას და ბიზნეს საზოგადოებას აწუხებს. ამაზე საქართველოს მთავრობა ყოველდღიურ კოორდინაციაში მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკთან, იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ლარის სერიოზული რყევები. 

ამ მიმართულებით გვაქვს ინსტრუმენტები, როგორც ფისკალური პოლიტიკის ნაწილში ასევე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ნაწილში, მათგან ამ ინსტრუმენტების გამოყენება გაგრძელდება. 

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით, საერთაშორისო რეზერვები ქვეყანას აქვს ისტორიულ მაქსიმუმზე და შესაბამისად, ეროვნული ბანკი ამ რეზერვების გამოყენებას მიმართავს, როდესაც ამას საჭიროება მოითხოვს,"-აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

დღის ამბები