28 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
"აპრილის ბოლომდე არის რთული პერიოდი" - კორონავირუსის ცირკულაციის კლებას მაისიდან ელოდებიან

გაიხსნება თუ არა შაბათ-კვირას კაფე-ბარები - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია "დღის კურიერში" ამბობს, რომ აპრილი, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, საფრთხილო პერიოდია და რეგულაციების შემსუბუქებაზე, შესაძლოა, მაისიდან იმსჯელონ. 

"აპრილის ბოლომდე არის რთული პერიოდი, რადგან კორონავირუსს, სხვა რესპირაციული ვირუსების მსგავსად, მაინც აქვს სეზონურობის ნიშნები - წმინდა ფიზიკური კანონებიდან გამომდინარე, როდესაც ოთახი ნიავდება უფრო ინტენსიურად, ანუ ფანჯარა იღება და თავშეყრა შენობის შიგნით არ ხდება და შენობის გარეთ არის აქტივობა გადატანილი, ინფექციის გავრცელების რისკი იკლებს.

მაისიდან, როგორც გრიპის ვირუსი ნაკლებად ცირკულირებს, ასეა მოსალოდნელი [კორონავირუსის შემთხვევაშიც] შედარებით უფრო ნაკლები ცირკულირება და შეიძლება, ჩვენს თავს მივცეთ მეტი სითამამის უფლება. ჯერჯერობით, ძალიან საფრთხილო პერიოდს გავდივართ აპრილის ბოლომდე," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები