28 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
გვინდა მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ პანდემიის და ეპიდემიის დამარცხება გადის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის და ეპიდემიის დამარცხების ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა.

დღევანდელი დღის 15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 8 536 მედიცინის მუშაკი და 65 წელს ზემოთა მყოფი მოქალაქეა აცრილი.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, 14 აპრილამდე, 13 736 აცრის ჯავშანია დარეგისტრირებული.

"დღევანდელი დღის 15 საათისთვის 8 536 მედიცინის მუშაკი და 65 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქე იყო აცრილი. აქედან 6 780 AstraZeneca-თი და 1 756 Pfizer-ით და ამის ზემოთ დაჯავშნილია მომავალი ორი კვირის განმავლობაში, 14 აპრილამდე, 13 736 აცრის ჯავშანი ქვეყნის მასშტაბით.

გვინდა მოსახლეობა დავარწმუნოთ მაქსიმალურად, რომ პანდემიის და ეპიდემიის დამარცხება გადის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე. ამიტომ, ეს ვაქცინა ქვეყანაში უნდა იყოს, მესმის, რომ ახლა გვაქვს სკეპტიციზმი AstraZeneca-სთან მიმართებაში, ვფიქრობ, რომ ეს სკეპტიციზმი დაიძლევა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები