
"კოლექტიურ ნაცმოძრაობას" ყველაზე მეტად არ მოსწონს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში მათი დანაშაულების და მოღალატეობრივი ქმედებების გამომზეურება ხდება," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოკითხული პირებისგან ნათლად გამოჩნდა, რომ არაუფლებამოსილი სამოქალაქო პირები უხეშად ერეოდნენ სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში.
გენერალ მამუკა ყურაშვილის ახსნა-განმარტებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ არაუფლებამოსილი სამოქალაქო პირები, მათ შორის, გიგი უგულავა და არაერთი სხვა უხეშად ერეოდნენ სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში, რამაც გამოიწვია გაუმართლებელი მსხვერპლი.
სხდომაზე გამოკითხულმა ორივე გენერალმა, მამუკა ყურაშვილმაც და ზაზა გოგავამაც, აბსოლუტურად გაუმართლებელი და სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი უწოდეს იმ ფაქტს, რომ მაშინდელი პარლამენტის 5 წევრმა (ოთხმა უმრავლესობიდან - "ნაციონალური მოძრაობიდან" და ერთმა ე.წ. "ოპოზიციიდან" გიორგი თარგამაძემ) სტრასბურგში ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას 1633, რომლითაც ქართულ ჯარს, ქართველ გმირ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა. სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება იყო რომ მოვახერხეთ ამ სასამართლოების მოგება," - აღნიშნა სოზარ სუბარმა.