02 აპრილი 2025,   21:29
ვრცლად
სტუბი: ფინეთი უნდა მოემზადოს რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების გასახსნელად

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე სტუბის განაცხადებით, ქვეყანა "გონებრივად უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობა რაღაც მომენტში გაიხსნება".

"ამ ეტაპზე, ზუსტად ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება, მაგრამ ვერაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ რუსეთი იყო და მომავალშიც იქნება ფინეთის მეზობელი, რომელთანაც 1350 კილომეტრის სიგრძის საერთო საზღვარი აქვს", - ამბობს სტუბი.

მისივე თქმით, ფინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: რუსეთის მიერ უკრაინაში აგრესიული ომის დასრულებაზე და იმაზე, თუ როგორ წარიმართება ურთიერთობების აღდგენის შესახებ დისკუსიების.

დღის ამბები