
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუამ გუშინ, რუსთველის გამზირზე გამართული აქცია შეაფასა სადაც პიროტექნიკა გამოიყენეს. ზარქუას განცხადებით, გარე ძალები კვლავ ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში და ახალგაზრდებს მეტი ძალადობისკენ ახალისებენ.
ზარქუას თქმით, განსაკუთრებით უნდა გამოიყოს გერმანიის ელჩი, რომელიც უკვე რადიკალების მხარეს დგას.
"მერამდენედ ვაფრთხილებთ, ნუ ერევიან შიდა საქმეებში, ნუ აფინანსებენ რადიკალებს. კიდევ ახალისებთ ახალგაზრდებს, რომ მეტი ძალადობა ჩაიდინონ, მეტი პიროტექნიკა გამოიყენონ, რომელიც კანონით აკრძალულია და მეტად საციხოდ გაუხადოთ საქმე. განსაკუთრებით მინდა გამოვყო გერმანიის ელჩი, რომელიც უკვე რადიკალების მხარეს დგას. ამ ადამიანმა, რომელიც უკვე არალეგიტიმურია, დამარცხებული პარტიის წარმომადგენლები რევოლუციას გვიწყობენ აქ. გაგიგიათ ასეთი რაღაც? ეტყობა ბოლო პერიოდი აქვს დარჩენილი და უნდა ბოლომდე ჩაიდინოს მავნებლობა. მოგიწოდებთ, რომ დაგმოთ ის, რაც ჩაიდინეს თქვენს თქვენს მიერ წახალისებული ახალგაზრდებს გუშინ. რომელიმე გამოდით, გელოდებით, რომ დაგმოთ ეს. თუ ეს თქვენთვის მისაღებია, რომ თქვენს ქვეყანაში პარლამენტის შენობას ახალგაზრდებმა დაუშინონ პიროტექნიკა და ცეცხლი გაუხსნან. ჩვენ ვნახეთ როგორ რეაგირებთ მანდ და საქართველო "დაბალი ღობე" გგონიათ და აქ ყველაფერი მოსულა ხომ? არა ბატონებო", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.