02 აპრილი 2025,   13:32
ვრცლად
გურიის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის, უკანონო შეძენა-შენახვა, დამზადების ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული დ.ხ. და წარსულში ნასამართლევი 1980 წელს დაბადებული თ.ხ. დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები "მეთადონი" "ალფა-პვპ" და "კლეფედრონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია, პოლიეთილენის პაკეტები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

დღის ამბები