15 მარტი 2025,   01:57
ვრცლად
ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს - "ვახანგრძლივებთ სანქციებს თითქმის 2 400 ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის მიმართ"

ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს.

"ვახანგრძლივებთ სანქციებს თითქმის 2 400 ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის მიმართ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო," - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი განმარტებით, სასანქციო ზომებს შორისაა მოგზაურობის აკრძალვა, აქტივების გაყინვა, დაფინანსებისა და რესურსების აკრძალვა. 

"ჩვენი ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ურყევია," - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ევროკავშირის ელჩები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ 6 თვით, 15 სექტემბრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

დღის ამბები