
ანტინარკოტიკული რეფორმის ფარგლებში მომზადებულ ცვლილებებს, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. განხილვის დროს კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ ეფექტური, ხოლო ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ მკაცრი მიდგომა შედეგიანი იქნება.
კონსენსუსის მოლოდინი არ აქვთ კანონპროექტის ინიციატორებს ოპოზიციისგან. პრობლემა, რომ სერიოზულია არც ხელისუფლების ოპონენტებიც მალავენ, თუმცა ფიქრობენ, რომ შემოთავაზებული ცვლილებები გამოწვევებს არ პასუხობს.
ოპოზიციის კრიტიკას პოლიტიკურ ინტერესს უკავშირებენ სახელისუფლებო ძალაში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნარკორეალიზაცია და მისი მოხმარება მხოლოდ საქართველოსთვის არაა გამოწვევა და მას ადეკვატური რეაგირება სჭირდება.
დეპრესია, შფოთვა და ზოგჯერ უფრო მძიმე ფსიქოლოგიური ზიანი ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემების, რომელზეც სპეციალისტები საუბრობენ. მსგავს სიმპტომებს, მათი თქმით, არამხოლოდ მძიმე ნარკოტიკული ნივთიერებები, არამედ ისეთი საშუალებებიც იწვევს, რომელიც მსუბუქ ნარკოტიკადაა მიჩნეული.
პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებზე საკომიტეტო განხილვების დასრულების შემდეგ, დეპუტატები პლენარულ სხდომაზე გაიტანენ და საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაამტკიცებენ.