
"ერთი რამეა, რომ მარიხუანასთან და კანაფთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მიდგომა ვერ იქნება ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, კოკაინის შემთხვევაში. განსხვავებული უნდა იყოს და ამაზე საუბარიც კი არ შეიძლება, ამ სპეკულაციებს ადამიანებმა თავი უნდა დაანებონ," - ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ანტინარკოტიკული რეფორმის განხილვა მიმდინარეობს.
მან ისაუბრა იმ სამართლებრივ ზომებზე, რომელიც განსაზღვრულია ნარკოტიკების რაოდენობის მიხედვით, განსახილველი საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში.
"მცირე ოდენობისთვის იქნება პატიმრობაა გათვალისწინებული 12-წლიდან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა; დიდი ოდენობასთან დაკავშირებით, 14-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა; ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში, - 16 წლიდან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა.
შემდეგი ცვლილება ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში - ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში, თუ ადამიანი არის ზემოქმედების ქვეშ, პოლიციელი დაეხმარება და გადაიყვანს მას შესაბამის ტესტირების დაწესებულებაში, ან მეორე - არ გაჰყვება პოლიციელს, თვითონ ექნება 8 საათი იმისათვის, რომ ჩაიტაროს ტესტირება. თუ ამ ყველაფერზე ის უარს განაცხადებს - იგულისხმება რომ იგი თავს არიდებს ტესტირებას. თავის არიდება ცალკე სამართალდარღვევა იქნება, რომელიც ზუსტად იმავე პასუხისმგებლობას გამოიწვევს, რაც არის ნარკომოხმარების შემიხვევაში.
ნარკომოხმარების შემთხვევაში, დაჯარიმება იქნება 500-დან 2000 ლარამდე, ან ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე. სამი წლის ვადით შეეზღუდება მართვის მოწმობით სარგებლობა, ხოლო 5 წლის ვადით საჯარო სამსახურში დასაქმება, პედაგოგიური საქმიანობა, ასევე, იარაღთან დაკავშირებული სხვა უფლებები.
ერთი რამეა, რომ მარიხუანასთან და კანაფთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მიდგომა ვერ იქნება ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, კოკაინთან დაკავშირებით. განსხვავებული უნდა იყოს და ამაზე საუბარიც კი არ შეიძლება, ამ სპეკულაციებს ადამიანებმა თავი უნდა დაანებონ," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ანტინარკოტიკული რეფორმის განხილვა დაიწყო. კანონპროექტი, პირველი მოსმენით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გადის. ცვლილებების მიხედვით, სასჯელი მკაცრდება ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის. იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარება ან ის თავს აარიდებს შემოწმებას, მას სამი წლით მანქანის მართვის უფლება ჩამოერთმევა. ასევე, მას არ ექნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლება.