15 მარტი 2025,   01:30
ვრცლად
სანიოლი: ფეხბურთელობის პერიოდში გუნდში ბევრი არეულობა და ჩხუბი მინახავს, თუმცა არა საქართველოში, აქაური მოთამაშეები ძალიან კარგები არიან

ვილი სანიოლმა სანაკრებო შეკრების წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან ქართველ ფეხბურთელებზე და გულშემატკივრებზე ისაუბრა.

სანიოლმა ასევე კვარაცხელიაზეც ისაუბრა:

"ფეხბურთელობის პერიოდში გუნდში ბევრი არეულობა და ჩხუბი მინახავს, თუმცა არა საქართველოში. აქაური მოთამაშეები ძალიან კარგები არიან. მათ აქვთ მოტივაცია, ერთმანეთს პატივს სცემენ. ვფიქრობ, ყველას სურს რომ ასე გავაგრძელოთ. ამიტომაც მომწონს მათთან ერთად მუშაობა.

ქართველ გულშემატკივარს მივმართავ, მათ გარეშე ჩვენ წარმატებებს ვერ მივაღწევდით. თუ ჩვენ და ისინი კვლავ ერთად დავდგებით ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, გულშემატკივრის გარეშე არაფერი ვართ.

კვარას შეცვლა შეუძლებელია, ბევრი კარგი და საინტერესო ფეხბურთელი გვალვას მაგრამ მას სრულფასოვნად ვერ შევცვლით. მის არ ყოფნაში გუნდს სხვა მოთამაშეებმა უნდა ულიდერონ - ჩაკვეტაძე, დავითაშვილი. ტაქტიკურადაც მოგვიწვეს ცვლილებების შეტანა, რაც ვფიქრობ არ არის ცუდი, რადგან უფრო მეტ შესაძლებლობას გავიგებთ,"- განაცხადა ვილი სანიოლმა.

დღის ამბები