
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია მოკლულის თანმხლები პირი. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და შესაბამისი პროცედურები უტარდება.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.