
ფოთში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ხობის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება.