
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ანტინარკოტიკულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. "ქართული ოცნების" ინიციატივა დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ წარადგინა. მკაცრდება პოლიტიკა ყველა ნარკოტიკის შემთხვევაში - განსაკუთრებით მკაცრი მიდგომებია რეალიზაციისთვის.
მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც სასჯელი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. ამასთან, თუ ადამიანს დაუდასტურეს, რომ ვაჭრობს ნარკოტიკით ან გადასცემს მას, სახელმწიფოს ექნება უფლება, ჩამოართვას მას უძრავ მოძრავი ქონება.
კანონი სხვა რეგულაციებსაც ითვალისწინებს, ამასთან, გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს მომხმარებლებისთვის.