15 მარტი 2025,   04:11
ვრცლად
დამატებითი სიგნალები პუტინისგან დონალდ ტრამპს - სტივ უიტკოფმა აშშ-ს პრეზიდენტს პუტინთან შეხვედრის დეტალები გადასცა

13 საათი და 50 წუთი - ზუსტად ამდენი დრო გაატარა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა მოსკოვში. სტივ უიტკოფი დახურულ კარს მიღმა ვლადიმერ პუტინს შეხვდა, რომელმაც სტუმარს საკუთარი პირობები გააცნო. კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსკოვში არ გაკეთებულა. შეხვედრის დეტალებს არც კრემლი ასაჯაროებს.

დღის ბოლოს გაირკვა, რომ ვაშინგტონში დაბრუნებულმა სტივ უიტკოფმა დონალდ ტრამპს პუტინთან შეხვედრის დეტალები გადასცა. ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან მოლაპარაკება ნაყოფიერად შეაფასა.

მედიასთან დღეს აღარ გამოჩენილა ვლადიმერ პუტინი. გუშინ კი თქვა, რომ ომის დასრულება მასაც სურს, თუმცა, უნდა ხანგრძლივი მშვიდობა და არა დროებითი ზავი. რუსეთის ლიდერი ეს განცხადება დონალდ ტრამპისთვის არასრულყოფილი აღმოჩნდა. ვოლოდიმირ ზელენსკისთვის კი მანიპულაციური. კიევი დარწმუნებულია, რომ პუტინი 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის.

პირობები და საპასუხო სანქციები საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, მოსკოვმა პუტინის განცხადების შემდეგ მალევე მიიღო. cbs-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს. სანქციების განახლებაზე შეთანხმდნენ ევროკავშირის ელჩებიც. დიდი შვიდეულის ქვეყნებმა კი მოსკოვს მოუწოდეს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათაც ახალი სანქციების დაწესება დააანონსეს.

 

 

დღის ამბები