17 იანვარი 2025,   20:23
ვრცლად
ბრიტანეთის პრემიერი კიევში ჩავიდა - იგეგმება 100-წლიანი პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა

კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. ეს უკრაინაში, პრემიერის რანგში, კირ სტრამერის პირველი სამუშაო ვიზიტია. მას რკინიგზის სადგურზე ელჩი დახვდა.

დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტთან - ბრიტანეთი თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში უკრაინის მხარდაჭერის გაფართოებას გეგმავს. ხელი მოეწერება 100-წლიანი პარტნიორობის შეთანხმებას.

სტარმერის ოფისის გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კიევი და ლონდონი ამ შეთანხმებით გააძლიერებენ საზღვაო უსაფრთხოების სფეროში სამხედრო თანამშრომლობას, რათა ბალტიის, შავი და აზოვის ზღვების უსაფრთხოება გაძლიერდეს და რუსული აგრესია შეჩერდეს.

დღის ამბები