მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომები გრძელდება. საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაზე. პროცესს დისტანციურად ჩაერთო ყოფილი პრეზიდენტი. მან ამჯერადაც გააკეთა პოლიტიკური განცხადებები:
"ყველაფერი გადასულია ე.წ. სასამართლოს დერეფნებში. იძახიან, ეს მურუსიძეები სააკაშვილის დროსაც იყვნენო, მურუსიძე ვინ იყო მე საერთოდ არ ვიცოდი მაშინ, ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა, რადგან სასამართლო არ იყო არაფრის ცენტრი. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველო დავიხსნა, ცოტაც კიდევ უნდა გავძლოთ და უფრო მაგრად უნდა მივაწვეთ. უფრო მეტი მიწოლა, კიდევ მეტი ორგანიზებულობა და ერთიანობა,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.