თურქეთში, სტამბოლში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. 48 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
მოქალაქეების მოწამვლა ფალსიფიცირებული, მეთანოლიანი ალკოჰოლური საშუალების დალევამ გამოიწვია.
ალკოჰოლით ინტოქსიკაციის საქმეზე დაკავებულია ოთხი პირი, რომლებიც ფალსიფიცირებულ სასმელს ყიდდნენ. მათ განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.
სტამბოლის გუბერნატორის ოფისის ინფორმაციით, 1 იანვრიდან ხელისუფლებამ სტამბოლში 29 ტონა ყალბი ალკოჰოლი ამოიღო და 64 ბიზნესს ლიცენზია გაუუქმდა.