კალიფორნიაში მსოფლიოს უდიდესი ლითიუმის საცავი იწვის. ცეცხლი მონტერეის რაიონში მდებარე ქარხანაში გაჩნდა, რომელიც ლითიუმისგან ბატარეებსა და აკუმულატორებს აწარმოებს.
მიმდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ტერიტორიაზე სახანძრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.