მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომისა და სიმძლავრის რაკეტის გაშვება SpaceX-მა წარუმატებლად დაასრულა. 122-მეტრიანი რაკეტის გაშვება უკვე მეშვიდედ, ტეხასის სოფელ ბოკა ჩიკადან სცადეს. Starship-ის გაშვება გეგმის მიხედვით დაიწყო, თუმცა აფრენიდან 8 წუთში, ხომალდი ნაწილებად დაიშალა.
კომპანია აცხადებს, რომ აფრენის პროცესში მოულოდნელად გაითიშა ძრავები და მართვის ცენტრმა ხომალდთან კონტაქტი დაკარგა. მიმდინარეობს გამოძიება.
კომპანია სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ მომხდარი Starship-ის დახვეწას დაეხმარება.