გორში, რკინიგზის სადგურის შენობაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ოთახში, სადაც დარაჯი იმყოფებოდა, ხანძარი დენის გამათბობელმა გამოიწვია.მამაკაცი თავისივე ოთახში გადაცვლილი იპოვეს.
ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.