18 იანვარი 2025,   01:07
ვრცლად
"ვიცი ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით" - კვარაცხელია ნეაპოლს ემშვიდობება

"მიჭირს და რთულია" - ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლს ემშვიდობება. ფეხბურთელი ვიდეოს აქვეყნებს:

"აქ ბევრი რამე ვისწავლე, როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა. გავიზარდე როგორც ადამიანი და როგორც სპორტსმენი. ჩემთვის ძალიან საპატიო იყო ამ მაისურის ტარება. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბში მომუშავე თითოეულ ადამიანს - ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, სტაფის ყველა წევრს და რაც მთავარია თქვენ, ჩემს გულშემატკივრებს. გემშვიდობებით, თუმცა ჩემს გულში მუდამ იქნებით და იმედია კიდევ შევხდებით. ვიცი ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით. მინდა წარმატებები გისურვოთ ამ ქალაქს, ამ ხალხს ჩემპიონობა და სკუდეტო მოვუტანოთ,"- აცხადებს ხვიჩა კვარაცხელია.

დღის ამბები