აშშ-ში, ფლორიდის შტატში, 83 წლის ქალს, რომელმაც ლატარიაში მოიგო, ახალგაზრდა მამაკაცმა ბილეთი წაართვა და ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები პოლიციამ გაავრცელა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე მოხდა.
თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია და პოლიცია მას ეძებს.