რუსთავის ბაგა-ბაღებში აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია ინერგება.
მერიის ინფორმაციით, უკვე გადაამზადეს 600 აღმზრდელი.
მუნიციპალური ორგანოს ცნობით, რეფორმის ფარგლებში ჩატარდა ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენინგებიც. ამასთან, ნუტრიციოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, შედგა ბავშვთა კვების რაციონი.