17 იანვარი 2025,   20:35
ვრცლად
"გრენლანდია არ იყიდება" - დანიის პრემიერმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა

 

დანიის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტრამპთან გრენლანდიის შესახებ სატელეფონო საუბარი გამართა. დანიის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეტე ფრედერიკსენისა და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და გრენლანდიის სტატუსს ეხებოდა.

"საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გრენლანდიის მთავრობის თავმჯდომარის მუტე ეგედეს სიტყვები მოიშველია, რომელმაც თქვა, რომ გრენლანდია არ იყიდება. პრემიერ-მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის შესახებ გადაწყვეტილებას თავად გრენლანდია უნდა იღებდეს", - აღნიშნულია დანიის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპს გრენლანდიასა და პანამის არხზე უფლების მოპოვება სურს, ხოლო კანადას აშშ-თან გაერთიანებას სთავაზობს.

დღის ამბები