ჯო ბაიდენის გამოსამშვიდობებელი მიმართვა - აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა და ისინი შეერთებულ შტატებში სიმდიდრის საშიში კონცენტრაციის შესახებ გააფრთხილა.
ჯო ბაიდენის გაცხადებით, ამერიკაში ყალიბდება უსაზღვრო სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია, რომელიც მთელ მათ დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
მისივე თქმით, ქვეყანაში ინგრევა თავისუფალი პრესა, სოციალურ მედია უარს ამბობს ფაქტების შემოწმებაზე. "ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პასუხი სოციალურ პლატფორმებს, რათა დავიცვათ მედია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან", - ამბობს ბაიდენი.
შეგახსენებთ, რომ ბაიდენი ხელისუფლებას დონალდ ტრამპს ოფიციალურად ორშაბათს, 20 იანვარს გადასცემს.