ჯასტინ ტრუდო თანამდებობიდან გადადგომას აპირებს, – როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, კანადის პრემიერი გადაწყვეტილების შესახებ სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს.
"ლიბერალი პარლამენტარების მზარდმა რაოდენობამ, რომლებიც შეშფოთებული არიან გამოკითხვების უარყოფითი შედეგებით, ტრუდოს მოუწოდეს გადადგომისკენ", - წერს სააგენტო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
ტრუდო კანადის მმართველი, ლიბერალური პარტიის ლიდერის პოსტს 9 წელია იკავებს.