27 დეკემბერი 2024,   10:58
ვრცლად
"ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი წლის დღესასწაულს ახლა განსაკუთრებით შევეგებოთ ერთმანეთის სიყვარულით სიმღერით" - მარიკა თხელიძე

"ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი წლის დღესასწაულს ახლა განსაკუთრებით შევეგებოთ ერთმანეთის სიყვარულით სიმღერით... მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ რეგიონს, სადაც რამდენიმე კონცერტში მივიღე მონაწილეობა"  - ამის შესახებ მომღერალი მარიკა თხელიძე სოციალურ ქსელში წერს. 

"მეგობრებო, ახალი წელი ახლოვდება, რომელსაც ყველა, პატარა თუ დიდი მოუთმენლად ელის ახალი იმედებით და სურვილებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი წლის დღესასწაულს ახლა განსაკუთრებით შევეგებოთ ერთმანეთის სიყვარულით სიმღერით და კეთილი სურვილებით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ რეგიონს, სადაც რამდენიმე კონცერტში მივიღე მონაწილეობა და მივიღე ძალიან დიდი სითბო და სიყვარული თითოეული ადამიანისგან,"- წერს მარიკა თხელიძე. 

დღის ამბები