კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და სამეგრელო - საახალწლო ღონისძიებები დღეს ქვეყნის ამ ოთხ რეგიონში გაგრძელდა.
ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და საახალწლო ღონისძიებაზე მისულ ადგილობრივებს ორგანიზატორებმა საშობაო ბაზრობები და გასართობი სივრცეები დაახვედრეს.
მთავარი ნაძვის ხის გარდა, პატარებს სურათების გადაღება სპეციალურ ინსტალაციებთანაც შეეძლოთ. დღის ბოლოს დასავლეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს 6 ქალაქში კონცერტი გაიმართა.