27 დეკემბერი 2024,   12:46
ვრცლად
ცესკო: საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, დაფინანსების მიღებაზე უარი, მხოლოდ "კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროამ" განაცხადა

საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, დაფინანსების მიღებაზე უარი, მხოლოდ "კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროამ" განაცხადა. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომპანია ავრცელებს.

"საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.

კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.

დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთანებებს დღეს, 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

 

დღის ამბები