27 დეკემბერი 2024,   11:56
ვრცლად
"ადვოკატს იმსახურებს ყველა ადამიანი უმძიმესი დანაშაულის ჩამდენიც კი, მაგრამ, ვერ უარვყოფ იმას, რომ ადამიანები ცდილობდნენ, ქვეყანაში სისხლის ღვრის პროცესს ჰქონოდა ადგილი"- გიორგი ვოლსკი

სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც წარადგინა იურისტების ჯგუფი, რომლებიც მისი თქმით, აქციაზე დაკავებულ პირებს სამართლებრივ კონსულტაციებს გაუწევენ უკვე უპასუხეს სახელისუფლებო გუნდში - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ადვოკატის ყოლის უფლება ყველა სავარაუდო დამნაშავეს აქვს, თუმცა პრეზიდენტის ეს ნაბიჯი მხოლოდ პოლიტიკური ხასიათისაა.

მიზანი კი, როგორც მმართველ პარტიაში განმარტავენ, არსებული რეალობის მიმართ საზოგადოებაში განსხვავებული აღქმის ჩამოყალიბების მცდელობაა.

"ადვოკატს იმსახურებს ყველა ადამიანი უმძიმესი დანაშაულის ჩამდენიც კი. მაგრამ, ვერანაირად ვერ უარვყოფ იმას, რომ ადამიანები სწორედაც ცდილობდნენ, რომ ქვეყანაში სისხლის ღვრის პროცესს, ამ შეუქცევად ძალადობის პროცესს ჰქონოდა ადგილი. ეს იმდენად რეალობაა, რომ ამას ვერც სალომე ზურაბიშვილის პოზიცია და მითუმეტეს ვერც კომპეტენტური ადვოკატის ჩარევა ვერ უშველის. ეს გადადგმული ნაბიჯი არის წმინდა პოლიტიკური შინაარსის, რათა რეალობა შეცვალოს, ან ყოველ შემთხვევაში, შექმნას ისეთი განცდა სხვა რეალობისა, რომელიც სამწუხარო ლაქად გაჰყვება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ წარადგინა იურისტების ჯგუფი, რომლებიც მისი თქმით, აქციაზე დაკავებულ პირებს სამართლებრივ კონსულტაციებს გაუწევენ.

დღის ამბები