27 დეკემბერი 2024,   09:16
ვრცლად
Euronews-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანული თვითმფრინავი რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს

Euronews-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანული თვითმფრინავი რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს. შეტევა კი მიწა ჰაერის ტიპის რაკეტით განხორციელდა. გამოცემა წერს, რომ ინფორმაცია მათ ექსკლუზიურად დაუდასტურა წყარომ აზერბაიჯანის ოფიციალური სტრუქტურებიდან. მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ თვითმფრინავის აფრენამდე ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში, რუსი სამხედროები უკრაინული დრონებისგან თავდაცვით ოპერაციას აწარმოებდნენ.

იმ ადგილას, კი სადაც გადარჩენილმა მგზავრებმა აფეთქების ხმა გაიგეს, რუსეთის საჰარო თავდაცვის სისტემის საცეცხლე პოზიციებია. განცხადება გააკეთა ავიაკომპანიის პრეზიდენტმაც და თქვა, რომ ხომალდმა ტექნიკური შემოწმება ოქტომბერში გაიარა და მას ხარვეზი არ ჰქონია. ეკიპაჟის წევრებს კი შეცდომა არ დაუშვიათ. რუსული და აზერბაიჯანული მხარეები ჯერჯერობით ვერსიებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ყველა გამოძიებას უნდა დაელოდოს.

დღის ამბები