საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას ესაუბრა. მაკა ბოჭორიშვილმა, მას აქატაუში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო თანაგრძნობა გამოუცხადა და ქართველი ხალხის სახელით, დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ჯეიჰუნ ბაირამოვმა მაკა ბოჭორიშვილს, თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაცია აზერბაიჯანის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.