26 დეკემბერი 2024,   19:03
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბნაიჯანული ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის გამო აზერბაიჯანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბნაიჯანული ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. 

"ღრმად დამწუხრებულები ვართ აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა",  - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია.

"გვსურს, გულწრფელი სამძიმარი და ღრმა თანაგრძნობა გამოვუცხადოთ მეგობარი აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს. ამ რთულ დროს საქართველო სოლიდარულია სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - აღნიშნულია წერილში.

ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან "აზერბაიჯანის ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა.

დღის ამბები