ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში 29 დეკემბერს გაიმართება, ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" პოლიტიკურ იზოლაციაშია მოქცეული და ამის დასტური ის არის, რომ ცერემონიას არ დაესწრებიან პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლები.
"ოცნება დღეს არის პოლიტიკურ იზოლაციაში. პოლიტიკური იზოლაციის დასტურია, რომ 29 დეკემბერს ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. ინაუგურაციას ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლები არ დაესწრებიან," - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური.
შეფასება გააკეთა პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა.
"ყველა არის იზოლირებული მთელი დასავლური სამყაროსგან. რაც არ უნდა ირონიული და არაადეკვატური კომენტარები კეთდებოდეს ამის შესაფუთად, ყველა ხედავს და ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ნათლად ჩანს, რომ ამ ხალხს ხელს არავინ არ ართმევს დასავლურ სამყაროში", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.