24 დეკემბერი 2024,   22:33
ვრცლად
გიორგი ბახუტაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა მოსამართლე სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი ბახუტაშვილის პროცესი გაიმართა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - წვრილმან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებიან. სასამართლომ მსახიობი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბახუტაშვილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა და სიტყვიერი შენიშვნა გამოეცხადა.

"კატეგორიულად არ ვეთანხმები ბრალდებას. ერთადერთი გასაუბრება მქონდა პოლიციელთან, რომელიც მიათრევდა გულწასულ ადამიანს, გზაში იკეცებოდა ეს ადამიანი და ვთხოვდი, ვემუდარებოდი, რომ არ წაეყვანა. ფიზიკურად არ შევხებივარ. მაგ დროს, უკნიდან გავიგე გინება და მომხვდა რაღაც საგანი - სავარაუდოდ, ხელკეტი იყო და მეც გამიყენეს იმ ბიჭის გზას," - განაცხადა გიორგი ბახუტაშვილმა სასამართლო პროცესზე.

ბახუტაშვილი 30 ნოემბერს, აქციაზე დააკავეს.

დღის ამბები